ჩოგბურთი

13:17 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპს სინგაპურში ბერტენსი შეცვლის

წლის შემაჯამებელი ტურნირის რვა საუკეთესო ჩოგბურთლი გამოვლინდა. მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, სიმონა ჰალეპმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, საქმე ის გახლავთ, რომ სიმონას ზურგის ტრავმა აწუხებს და ის ფიქიზკურად მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ჰალეპის ნაცვლად, კარიერაში პირველად აღნიშნულ ტურნირზე კიკი ბერტენსი იასპარეზებს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

საუკეთესო რვა ჩოგბურთელი, რომელიც სინგაპურში 21-28 ოქტომბერს წლის შემაჯამებელ ტურნირზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ასე გამოიყურება:

ანგელიკა კერბერი, ნაომი ოსაკა, პეტრა კვიტოვა, ქეროლაინ ვოზნიაცკი, სლოან სტივენსი, ელინა სვიტოლინა, კაროლინა პლისკოვა, კიკი ბერტენსი.

0.115323