ფეხბურთი

19:10 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" შოუს გაუხანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლუკ შოუს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, შოუ „ოლდ ტრაფორდზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„ვამაყობ, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე და ამ ფანტასტიკურ გუნდში ვრჩები. მადლობა ყველას, ხელმძღვანელობას, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს“, - თქვა შოუმ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ ლუკ შოუ 2014 წელს „საუთჰემპტონიდან“ შეიძინა. ამ დროის განმავლობაში ინგლისელმა „წითელ ეშმაკთა“ ღირსება 75-ჯერ დაიცვა და 1 გოლი გაიტანა.

0.112221