უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რუსლან როტანმა ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს გაწეული სამუშაო შეუქო - ახალი სტილი დაამკვიდრაო.
„როგორც კი შევჩენკომ მუშაობა დაიწყო, ახალი სტილი მაშინვე შევამჩნიეთ. მას საკუთარი, განსხვავებული ხედვა და სტილი აქვს, რომელსაც უკვე სხვა გუნდებიც ბაძავენ. ეს უმთავრესად ტაქტიკურ განსწავლულობას და მოთამაშების მინდორზე განლაგებას ეხება. შორს აღარ არის ის დრო, როცა ჩვენს გუნდს ტოპ-ნაკრებად მოიხსენებენ.“ - უთხრა როტანმა ტელეარხ „Футбол 1“-ს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად, ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინამ გაინაღდა ერთა ლიგის პლეი ოფში თამაში. B ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და A ლიგაში აღზევდა.