ფეხბურთი

1:19 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს 10-იანი არ მოსწონს

ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ს ლიდერი ნეიმარი UOL Esporte-სთან საუბარში ამბობს, რომ 10 ნომერი მისთვის სასურველი არასდროს ყოფილა.

„2013 წლის კონფედერაციათა თასის წინ ლუიშ ფელიპე სკოლარი ნომრებს ანაწილებდა. მას ვუთხარი, რომ 7 და 11 ნომრები მომწონდა. იმ მომენტში ჩემს გვერდით დანი ალვეში იყო, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი 10 ნომერი იყო და უნდა ამეღო.

„ჩემი ყველაზე დიდი კუმირი ყოველთვის რობინიო იყო, ამიტომაც „სანტოსში“ 7 ნომრით დავიწყე თამაში. როდესაც, რობინიო გუნდში დაბრუნდა, რა თქმა უნდა, დავთმე და 11 ავირჩიე, რომელიც ჩემთვის მეორე სასურველი ნომერი იყო“, - აღნიშნა ნეიმარმა.

ნეიმარი 11-ნომრიანი მაისურით „ბარსელონაში“ თამაშობდა და თავის დროზე ბრაზილიის ნაკრებშიც. თუმცა, ბოლო დროს „სელესაოში“, ისევე როგორც „პარი სენ ჟერმენში“ 10-ნომრიანი მაისურით ირჯება.

0.110105