ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს. სენსაციურ ცნობას Mundo Deportivo აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ბრაზილიელს „ბლაუგრანას“ ნოსტალგია აქვს.
საქმეს ისიც ემატება, რომ ნეიმარ არც პსჟ-შია პირვლ პოზიციაზე და ბოლო დროს კლიან მბაპეს ჩრდილში მოექცა. ესპანური გაზეთი კი დარწმუნებულია, რომ „ბარსაც“ თანახმაა ნეიმარი უკან დაიბრუნოს.
თუმცა, ოპერიაცია ბევრ სირთულესთან ასოცირდება. მაგალითად, პსჟ-მ ფეხბურთელში 2017 წელს 222 მილიონი ევრო გაიღო და ბუნებრივია, გაცილებით მეტს მოითხოვს მასში. „ბარსასთვის“ კი ამ თანხის გაღება მიზანშეწონილი არაა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონან“ პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გადავიდა. მიზეზად არაოფიციალური ინფორმაციით, ლიონელ მესის ჩრდილში ყოფნა დასახელდა...