ფეხბურთი

9:04 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინა საქართველოს კვალად

უკრაინის ნაკრებმა ერთა B ლიგის პირველი ჯგუფის მესამე ტურის მატჩში შინ ჩეხეთის ეროვნულ გუნდს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე ბელგიური „გენკის“ ნახევარმცველმა, რუსლან მალინოვსკიმ გაიტანა. ამისდაკვალად, უკრაინა მეტოქეთათვის მიუღწეველი გახდა.

„მომეწონა როგორ ვაკონტროლებდით ბურთს. ბიჭები პოზიციებს არ კარგავდნენ. კმაყოფილი ვარ. ვიმედოვებ, ასევე გავაგრძელებთ.

მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა ჩვენს მიერ არჩეული მიმართულების დაიჯერეს. ზუსტად ესმით რას ითხოვენ მათგან. ბოლოდროინდელი შედეგები გუნდში შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის. მოთამაშეები ხალისით ჩამოდიან შეკრებაზე.“ - განუცხადა მატჩის შემდეგ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ «Футбол 1»-ს.

0.119596