ფეხბურთი

14:26 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: "იმედია "ოქროს ბურთს" მოვიგებ"

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი იმედოვნებს, რომ „ოქროს ბურთს“ მოიგებს. ან, რომელიმე მისი თანამემამულე მოახერხებს პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებას.

„კარგი იქნება „ოქროს ბურთს“ ფრანგი თუ მოიგებს. და თუ ეს მე ვიქნები, კიდევ უფრო უკეთესი. თუმცა, ნებისმიერი ფრანგის გამარჯვების შემთხვევაში ვიქნები ამაყი.

ეს ნამდვილი ოცნებაა და თუ მოვიგებ, „ატლეტიკოს“ ისტორიაშიც შევალ. ვნახოთ, რა მოხდება. მადლობელი ვარ, რომ ამ საკითხზე საუბარი მიწევს, მაგრამ კოლექტიურობის გარეშე ვერაფერს მოვიგებდით და „ოქროს ბურთზეც“ არ ვილაპარაკებდით“, - აღნიშნა გრიზმანმა.

აქვე გეტყვით, რომ „ოქროს ბურთის“ 30 პრეტენდეტს შორის გრიზმანის გარდა ნგოლო კანტე, კილიან მბაპე, პოლ პოგბა, კარიმ ბენზემა და რაფაელ ვარანი არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116938