„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეას გადაბირება პსჟ-ს სურს, აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით პარიზელები ესპანელი მეკარის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება. დე ხეას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია და ჯერჯერობით ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი.
დე ხეა „მანჩესტერში“ 2011 წლიდან თამაშობს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 325 შეხვედრა ჩაატარა.