D ლიგა
1 ჯგუფი
ერთა ლიგის D ლიგის 1 ჯგუფის მესამე ტურის მატჩში, რიგის „დაუგავას“ სტადიონზე, ლატვიის და ყაზახეთის ეროვნულმა გუნდებმა ფრედ 1:1 ითამაშეს. მთავარი ამბები პირველ ტაიმში მოხდა. ლატვიელებს დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მოულოდნელად გოლი საკუთარ კარში მიიღეს. ბაკტიერ ზაინუტდინოვმა საჯარიმოში ყველას აჯობა და მარცხნიდან ჩაწოდებულ ბურთს ზუსტად მიუჩინა ადგილი „ციურიხის“ მეკარის, ანდრის ვანისის კარში. გოლმა სტუმრები გაათამამა და შეტევებსაც უმატეს. ერთ ეპიზოდში ისლამბეკ კუატი ურტყამდა ძალიან სახიფათოდ, მაგრამ ვანინსმა აუღო.
მასპინძლებმა მაინც გამოასწორეს თამაში და სათავისო ყალიბში მოაქციეს. ამისდაკვალად, მე-40 წუთზე გაათანაბრეს კიდეც. ბედის ირონიით, გოლი არტურს კარაშაუსკსმა გაიტანა, რომელიც თავის დროზე ყაზახურ „აკჟაიკში“ თამაშობდა.
ეს ფრე საქართველოს ნაკრებისთვის ჩინებული საჩუქარი გამოდგა. ახლა, სამი ტურის შემდეგ, „ჯვაროსნებს“ ასპროცენტიანი შედეგი აქვთ, მეტოქეებს 7 ქულით უსწრებენ და ჯგუფში პირველობის შესანიშნავ შანსს ინარჩუნებენ.
ლატვია - ყაზახეთი 1:1
რიგა. „დაუგავა.“
0:1 ზაინუტდინოვი (16), 1:1 კარაშაუსკსი (40)
ლატვია: ვანისი, დუბრა, მაკსიმენკო, იაგოდინსკისი, ისაევსი (ფერტოვსი 27), ლუკიანოვსი, რუგინსი (ციგანიკსი 67), რაკელსი, შაბალა, სავალნიეკსი, კარაშაუსკსი (გუტკოვსკისი 73)
მწვთნელი: მიკსუ პაატელაინენი
ყაზახეთი: ერიჩი, შომკო, მალი, ბეისებეკოვი, პოსტნიკოვი, კუატი, ისლამხანი (ფედინი 75), ჟუკოვი, შჩეტკინი, მურთაზაევი (ტურისბეკი 82), ზაინუტდინოვი (სეიდახმეტი 65)
მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი
მსაჯი: ჰარალდ ლეხნერი (ავსტრია)
გაფრთხილება: შაბალა (89); 39), კუატი (ბეისბეკოვი (43), სეიდახმეტი (77)
საქართველო - ანდორა 3:0
1:0, 2:0 ყაზაიშვილი (33, 84), 3:0 კანკავა (90+5)
- საქართველო 3 3 0 0 6:0 9
- ლატვია 3 0 2 1 1:2 2
- ყაზახეთი 3 0 2 1 2:4 2
- ანდორა 3 0 2 1 1:4 2