კალათბურთი

14:15 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “დეტროიტმა” “კლივლენდი” დამაჯერებლად დაამარცხა

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზონის წინ, ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა გამართა და “კლივლენდ კავალიერსი” 129:110 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა დ 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
დეტროიტელთაგან საუკეთესო ბლეიკ გრიფინმა 29 ქულა ჩააგდო, ანდრე დრამონდის მონაგარი 21 ქულა და 15 მოხსნა იყო, სათადარიგო უკანახაზელმა იშ სმითმა კი 16 ქულას 9 პასი წაამატა. “კავალიერსის” მხრიდან ყველაზე შედეგიანი როდნი ჰუდი იყო 21 ქულით.
“პისტონსმა” წინასასეზონო პერიოდი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა, რეგულარული პირველობის სასტარტო მატჩს კი 18 ოქტომბერს “ბრუკლინ ნეთსთან” გამართავს.

0.111876