ფეხბურთი

13:54 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანჩო ინგლისის ნაკრების ისტორიაში

დორტმუნდის „ბორუსიას“ თინეიჯერი ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ სანჩო გახდა 2000 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „სამი ლომის“ რიგებში ითამაშა.

ჯეიდონმა ისტორიულ შედეგს გუშინ, რიეკაში უწია. გარეთ საუთგეიტმა ნიჭიერი შემტევი 78-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგის ნაცვლად ჩართო თამაშში და ისტორიაც დაიწერა.

შეგახსენებთ, ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებთა შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

0.123928