ფეხბურთი

12:33 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "მესის არგენტინის ნაკრებში არაფერი ესაქმება"

ლეგენდარული დიეგო მარადონა ლიონელ მესის შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს. ფეხბურთის უგვირგვინო მეფის თქმით, მესი ლიდერია არაა და არგენტინის ნაკრებში აღარ უნდა ითამაშოს.

როგორც დონ დიეგომ ბრძანა, მასზე რომ იყოს, ლეოს „ალბისელესტეში“ არ მიიწვევდა:

„ჩემთვის რთულია ლაპარაკი, მაგრამ აზრი არ აქვს ლიდერად ისეთი ადამიანს განხილვას, რომელიც თამაშამდე აბაზანაში 20-ჯერ შედის. მესი, მესია, როდესაც „ბარსელონაში“ თამაშობს, მაგრამ არგენტინის ნაკრებში ჩვეულებრივი ფეხბურთელია.

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი რომ ვიყო, მესის არ გამოვიძახებდი. არასოდეს უნდა ვთქვათ არასოდეს, თუმცა, უნდა ვიპოვოთ ისეთი ლიდერი, როგორიც გვინდა“, - განაცხადა მარადონამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, მარადონამ მესის ურჩია, რომ ეროვნულ ნაკრებში აღარ დაბრუნებულიყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136682