ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი პსჟ - „ცრვენა ზვეზდა“ შესაძლოა გარიგებული იყო. სკანდალურ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.
როგორც წყარო იტყობინება, ბელგრადული გუნდის ხელმძღვანელებმა თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე 5 მილიონის ფსონი გააკეთეს, რომ მათი გუნდი პარიზში ხუთი ბურთის სხვაობით დამარცხდებოდა. ასეც მოხდა და სერბეთის ჩემპიონმა 1:6 წააგო.
უეფამ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა საფრანგეთის პროკურატურას და საქმის გამოძეიბაც დაიწყო.
აქვე გეტყვით, რომ "ცრვენა ზვეზდას" ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს, ხოლო პსჟ-ს სამი. ქვეჯგუფს კი 4 ქულით "ნაპოლი" ლიდერობს.