ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე კმაყოფილი დარჩა თავისი ფეხბურთელების გარჯით უელსთან ამხანაგურ მატჩში (4:1).
„ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა და ჩემმა გუნდმა გამახარა. მალევე გავიტანეთ და მერე წარმატება განვავრცეთ. სამაგალითო მატჩი გამოვიდა. მომწონს როცა ფეხბურთელები ბევრს და გულმოდგინედ ირჯებიან. ამას ყოველთვის მოაქვს წარმატება.“ - უთხრა ენრიკემ AS-ს.