ფეხბურთი

9:23 | 12.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს კიდევ ერთი რეკორდი

კვირა ისე არ გავა, საფრანგეთის ნაკრების და პსჟ-ს 19 წლის შემტევმა, კილიან მბაპემ რაიმე რეკორდი არ დაამყაროს. გასულ უქმეებზე პსჟ -„ლიონის“ მატჩში 13 წუთში ოთხი გოლი გაიტანა და საფრანგეთის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვისაც მსგავსი რამ მოუხერხებია.

წუხელ კი საფრანგეთ - ისლანდიის ამხანაგურ მატჩში (2:2) 90-ე წუთზე პენალტი გაიტანა და L’equipe-ს ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც 20 წლის შესრულებამდე 10 გოლი გაუტანია.

კილიანი „სამფეროვანთა“ რიგებში პირველად 2017 წლის მარტში გამოჩნდა ლუქსემბურგის წინააღმდეგ. პირველი გოლი კი იმავე წლის აგვისტოში გაიტანა. ახლა მბაპეს ეროვნულ გუნდში 25 მატჩში 10 გოლი მოუგროვდა.

0.117137