ფეხბურთი

17:36 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ტევესი: "ფეხბურთს გოლფი მირჩევნია"

„ბოკა ხუნიორსის“ თავდამსხმელი კარლოს ტევესი ამბობს, რომ ფეხბურთის ყურებას, გოლფის ყურება ურჩევნია. ვეტერანი არგენტინელი მოთამაშის განცხადებით, ფეხბურთი მისთვის მხოლოდ მაშინაა საინტერესოა, როდესაც მოედანზე თვითონ იმყოფება.

„ფეხბურთის ტელევიზორში ყურება არ მიყვარს. თუ ერთ არხზე „ბარსელონა“ – „რეალი“ იქნება, ხოლო მეორე არხზე გოლფის ტურნირი, სწორედ გოლფის ყურებას ვამჯობინებ. არასდროს ვყოფილვარ თამაშების ფანატიკოსი. მე მიყვარს თამაში, როდესაც ბურთი ჩემს ფეხებთანაა“, - განუცხადა ტევესმა El Clarin-ს.

შეგახსენებთ, კარლოს ტევესს სხვა და სხვა დროს „ვესტ ჰემის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტის“, „იუვენტუსის“ ღირსება დაუცავს. ამჟამად კი მშობლიურ „ბოკაში“ ირჯება.

0.117007