კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა სამუელ უმტიტიმ შესაძლოა 2018 წელს ვეღარ ითამაშოს. Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებს შიში აქვთ, რომ ფრანგი 2019 წლამდე ტრავმის მოშუშებას ვერ შეძლებს.
შედეგად, უკვე გამოირიცხა, რომ უმტიტი 28 ოქტომბერს დაგეგმილ „ელ კლასიკოში“ შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
მიმდინარე სეზონში უმტიტიმ მხოლოდ ლა ლიგის ეგიდით 6 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.