ინგლისური „უოტფორდის“ ხელმძღვანელობა კმაყოფილია მთავარი მწვრთნელის, 48 წლის ხავი გარსიას მუშაობით და უახლოეს ხანში ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.
მხარეები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და ყველაფერზე მოილაპარკეს. ბრიტანული მედიის ცნობით, კონტრაქტი სამწლიანი იქნება. ახლანდელ ხელშეკრულებას კი 2019 წლის ზაფხულში გასდის ყავლი.
ამჟამად „უოტფორდს“ პრემიერლიგაში 8 თამაშიდან 13 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა.