ფეხბურთი

0:25 | 11.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქე ერთა ლიგაზე: ანდორა თბილისში 22 ფეხბურთელით მოდის

ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება საქართველოს ნაკრები და შესაბამისად, ემზადება მეტოქეც - ანდორის ნაკრები. კოლდო ალვარესს თბილისში 22 ფეხბურთელი მოჰყავს, რომელთა გვარების ამოკითხვა ბევრს არაფერს გეტყვით.

საინტერესოა, რომ ანდორის ნაკრებს ერთწლიანი პაუზისა და მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა პარკ პუიოლი. 36 წლის ნახევარმცველი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობს და 80 მატჩში 2 გოლიც აქვს გატანილი.

ანდორელები ერთა ლიგაზე დაუმარცხებელნი არიან და საერთოდაც, უკვე 1 წელია თამაში არ წაუგიათ.

აქვე გეტყვით, რომ ანდორის ნაკრები საქართველოს დედაქალაქს 11 ოქტომბერს ეწვევა. თამაშის წინა დღეს, „დინამო არენაზე“ კოლდო ალვარესი მატჩისწინა პრესკონფერენციას, ხოლო გუნდი ვარჯიშს გამართავს.

ეს კი, ის 22 ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება:

მეკარეები: იოსეპ გომესი (სანტა კოლომა), ფერან პოლი (სანტ ჯულია), ფრანსისკო პირესი (ანდორა)

მცველები: ჟორდი რუბიო (სანტა კოლომა), ტქსუს რუბიო (სანტა კოლომა), ილდეფონს ლიმა (ინტერ დ’ესკალდესი), მაქს ლოვერა (ჰორტა, ესპანეთი), ემილი გარსია (ანდორა), მოიზეს სან ნიკოლასი (სანტა კოლომა), მარკ გარსია (გრანოლერსი, ესპანეთი), ჟოან სერვოსი (სანტბოია, ესპანეთი), მარკ რებესი (სანტა კოლომა)

ნახევარმცველები: მარსიო ვიეირა (ატლეტიკო მონსონი, ესპანეთი), სერხი მორენო (ინტერ დ’ესკალდესი), ვიქტორ როდრიგესი (სანტა კოლომა), მარკ ვალესი (სანდეფიორდი, ნორვეგია), მარკ ფერე (ანდორა), მარკ პუიოლი (ანდორა), კრისტიან მარტინესი (ანდორა), ჟორდი ალაეზი (ანდორა)

თავდამსხმელები: ლუდოვიკ კლემენტე (ანდორა), ხული სანჩესი (სანტა კოლომა)

შეგახსენებთ, საქართველოსა და ანდორის ნაკრებთა მატჩი 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136126