საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი მიიჩნევს, რომ ბუენოს აირესის 133-ე სესია მეტად ნაყოფიერი გამოდგა. ბახის თქმით, სესიაზე ოლიმპიური მოძრაობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
„წარმატებული სესია იყო, სადაც ოლიმპიური მოძრაობისთვის ბევრი ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ, მათ შორისაა 2022 წელს სენეგალის დედაქალაქ დაკარში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარება. კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა აფრიკამ“, - პრესკონფერენციაზე განაცხადა თომას ბახმა.
IOC-ის სესიაზე ასევე მიიღეს ათლეტთა უფლებებისა და ვალდებულებების დეკლარაცია, რომელზეც მონაწილეობა მიიღო 190 ქვეყნის 4200-ზე მეტმა სპორტსმენმა. დოკუმენტში აღნიშნულია 12 უფლება და 10 ვალდებულება, მათ შორის ანტისადოპინგო საკითხები და დისკრიმინაციასთან ბრძოლა.
„კმაყოფილი ვარ ამ დეკლარაციაზე მუშაობით და იმით თუ როგორ მივაღწიეთ მას“, - განაცხადა IOC-ის ათლეტთა კომისიის თავმჯდომარემ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ცურვაში, ზიმბაბველმა კირსტი კოვენთრიმ, რომელიც იმავე სესიაზე დაკარი-2022-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელად აირჩიეს.
www.geonoc.org.ge