ფეხბურთი

14:20 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "ახალი კაკა" გაიფორმა

იტალიური „მილანი“ ბრაზილიელ ტალანტ ლუკას პაკეტას გაიფორმებს. Globo Esporte-ს ცნობით, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და 21 წლის შემტევი იტალიაში იანვარში გადაბარგდება.

როგორც წყარო წერს, შეთანხმების თანახმად, „ფლამენგო“ 35 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი კი არ საჯაროვდება. აღნიშნული ტრანსფერი „როსონერიმ“ ლეონარდოს წყალობით გაჩარხა.

ლუკას პაკეტას სამშობლოში „ახალ კაკას“ უწოდებენ და დიდ იმედსაც ამყარებენ. საინტერესოა, რომ „მილანმა“ „ბარსელონასა“ და პსჟ-ს კონკურენცია დაძლია.

მიმდინარე სეზონში პაკეტას ანგარიშზე 24 მატჩი და 9 გოლია. ბრაზილიის ნაკრებში კი 2-ჯერ აქვს ნათამაშები (დებიუტი ერთი თვის წინ ჰქონდა) და გოლი არ გაუტანია.

0.174525