ფეხბურთი

10:23 | 10.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ დი მარიას დაადგა თვალი

ტურინის „იუვენტუსი“ პსჟ-ის არგენტინელი ნახევარმცველით, ანხელ დი მარიათი დაინტერესდა - გვამცნობს Calciomercato. იტალიურ კლუბს სურს არგენტინელი გაისად ზაფხულში გაიფორმოს, როცა მას პარიზელებთან კონტრაქტი დაუმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.

მოლაპარაკებას, შესაძლოა, ხელი ფეხბურთელის მაღალმა ფინანსურმა მოთხოვნებმა შეუშალოს. დი მარია თურმე წელიწადში ჯამაგირად დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.

თავის მხრივ, პსჟ-საც სურს დი მარიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება. წყაროს ცნობით, მისით რამდენიმე ინგლისური კლუბიცაა დაინტერესებული.

30 წლის დი მარია პსჟ-ში 2015 წელს გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 63 მილიონ ევროდ. წლევანდელ სეზონში არგენტინელმა პსჟ-ს მაისურთ12 მატჩი ითამაშა, ექვსი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.114254