თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფემ” საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი კი თავის გუნდში ამჯერადაც საუკეთესო იყო.
ტენერიფელებმა გერმანულ “ტელეკომ ბასკეტს ბონს” 87:68 სძლიეს, მაკფადენი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:37 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
თადმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ესპანური გუნდი B ჯგუფში მე-2 მატჩს 17 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც ფრანგულ “ნანტერს” ესტუმრება.