შანხაის მასტერსის 1/16-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფრანგი ჟერემი შარდი 6:3, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ნოლემ ორი ბრეიკით იმარჯვა. მეორე პარტიაში კი 6:5-ზე ჯოკოვიჩის სასარგებლოდ, სერბმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო და შეხვედრაც თავის სასარგებლოდ დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ჯოკოვიჩმა თავის ჩაწოდებაზე უმაღლოს დონეზე ითამაშა, რადგან მეტოქემ ერთი ბრეიკ-პოინტიც კი ვერ გამოიმუშავა და შარდიმ ნოლეს ჩაწოდებაზე 40-ქულამდეც კი ვერ ავიდა, რაც ნამდვილად იშვიათი მოვლენაა.
მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩის მეტოქე ჩეკინატო-ჩანგის გამარჯვებული იქნება.