საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა თავისი ჭაბუკი შეგირდის, კილიან მბაპეს შესახებ აღფრთოვანებით ისაუბრა: „კილიანი საოცარ ამბებს სჩადის. ასეთ ახალგაზრდა ასაკში უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. მსგავსი ტალანტები ძალიან იშვიათად იბადებიან.
მეამაყება, რომ ის ფრანგია და ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშობს. „ლიონთან“ მატჩში მან კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რა შეუძლია. თანაც, იცის, რომ მომატება ძალუძს. მისი მიღწევები უკვე შეიძლება განსაკუთრებულად ჩაითვალოს. ქვეყანაზე ბევრი კილიანია, მაგრამ კილიან მბაპე ერთადერთია.“ - უთხრა დეშამმა Goal-ს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, პსჟ-მ „ლიონს“ 5:0 მოუგო და მბაპემ, მეორე ტაიმში, 13 წუთის ინტერვალში ოთხი გოლი გაიტანა. ახლახან, ის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორისაც დაასახელეს.