ძიუდო

15:30 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა აბუ დაბის გრანდ სლემისთვის

27-29 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქი აბუ დაბი ტრადიციულ გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრებიც იასპარეზებს.

პრესტიჟულ შეჯიბრში მონაწილეობას 5 კონტინენტის 65 ქვეყნის წარმომადგენელი 426 ძიუდოისტი (266 კაცი, 16 ქალი) მიიღებს.
უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების წინასწარი 12-კაციანი განაცხადი, რომელშიც ვერ მოხვდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.). სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ.).

60 კგ.
ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ.
ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ.
ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ.
ზებედა რეხვიაშვილი

90 კგ.
უშანგი მარგიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი

100 კგ.
ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური

+100 კგ.
ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

0.109967