სხვა

15:15 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ წყალბურთელთა წარმატება ეგვიპტეში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. საინტერესოა, რომ ქართველმა წყალბურთელებმა ჰელიოპოლისის რიგით 26-ე შეჯიბრზე ყველა მატჩის მოგება მოახერხეს.

რევაზ ჩომახიძის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ადგილობრივ “ჰელიოპოლისს” ერთბაშად 3-ჯერ სძლია (11:6, 17:11 და 15:11), ეგვიპტელთა გარდა კი სერბული “რადნიჩკი” (9:8) და უნგრული გუნდები PVSK (10:7) და KSI (12:11) დაამარცხა.

0.116308