დღეს WTA-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს ნომერ პრიველი ჩოგბურთლი ისევ სიმონა ჰალეპია. მეორე პოზიციაზე ადგილი ქეროლაინ ვოზნიაცკიმ გაიმყარა, რომელმაც China Open-ი მოიგო და სიმონასთან განსხვავება 1000 ქულაც აღარაა. ორი პოზიციით დაწინაურდა ნაომი ოსაკა, რომელიც მეოთხე ადგილზე გადავიდა.
რაც შეეხება საქართველოს ნომერ პრიველ ქალ ჩოგბურთლს ეკო გორგოძეს, ის ერთი ადგილით წინ გადავიდა და ამჟამად რეიტინგში 157-ე ადგილზეა.
1. სიმონა ჰალეპი - 7421 - ქულა
2. ქეროლაინ ვოზნიაცკი - 6490
3. ანგელიკა კერბერი - 5400
4. ნაომი ოსაკა - 4770
5. ელინა სვიტოლინა - 4350
6. კაროლინა პლისკოვა - 4345
7. პეტრა კვიტოვა - 4255
8. სლოან სტივენსი - 4022
9. ჯულია გერგესი - 785
10. კიკი ბერტენსი - 3740
... 157. ეკატერინე გორგოძე - 377