2018 წელი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე მიდის მსჯელობა იმის შესახებ, ვინ უნდა გახდეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. ეს რაღა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რადგან როდესაც რამდენიმე რეალური კანდიდატი არსებობს და აზრთა სხვადასხვაობაა, გამოდის, სპორტულ წელიწადს ურიგოდ არ ჩაუვლია.
საერთოდაც, 2018 წლის დასრულებამდე დრო ჯერ კიდევ არის და დარჩენილ არასრულ სამ თვეში ბევრი საინტერესოც შეიძლება მოხდეს. მაგრამ, მაინც, საინტერესოა გავიგოთ რას ფიქრობს ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელი.
ვინ მიგაჩნიათ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად?