„იუვენტუსის“ გამჩერებელი ამ სეზონში არავინ ჩანს. ამჯერზე საუბარი იტალიის ჩემპიონატზეა. „ბებერი ქალბატონი“ სერია A-ში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და თამაშებს ისე მარტივად იგებს, თქვენგან მოწონებული.
ახლაც, მერვე ტურში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მერვე გამარჯვება იზეიმა და 24 ქულით გავიდა სანაკრებო პაუზაზე. „უდინეზეს“ რომ ტურინულ მონსტრთან იოტისოდენა შანსი ჰქონდა, ეს ყველამ კარგად იცოდა. მათ შორის, თავად „უდინეზემაც“ და ამიტომაც იყო, 11 კაცით საკუთარ საჯარიმოს რომ განლაგდნენ, ეგებ, ამან გვიშველოსო, მაგრამ...
მაგრამ „იუვემ“ პირველივე ტაიმში ორჯერ მოუძებნა გასაღები მეტოქის დაცვას. ჯერ როდრიგო ბენტანკურმა გახსნა ანგარიში, მერე კრიშტიანუ რონალდუმ შეაგდო საკმაოდ ეფექტური გოლი. ამას გარდა, „იუვეს“ ისედაც ბევრი მომენტი ჰქონდა მანამდეც და მერეც, მაგრამ აფერუმ უდინელთა ახალგაზრდა კიპერ სიმონე სკუფეტის. "ბებერი ქალბატონი" კი თამაშს თამაშზე იგებს და ისე ჩანს, თითქოს ძალების ნახევარსაც კი არ ხარჯავს...
მორიგი თამაში მოიგო „რომამ“, რომელმაც „ემპოლის“ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. სტივენ ნზონზიმ და ედინ ჯეკომ. მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია ლევან მჭედლიძეს, რომელიც სამწუხაროდ კვლავაც ტრავმირებულია.
„უდინეზე“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:2)
უდინე, „დაჩია არენა“
მაყურებელი: 27 000
„უდინეზე“ (4-1-4-1): სკუფეტი; ლარსენი, ეკონგი, ნიუტინკი, სამირი; ბეჰრამი (პუსეტო 62); ბარაკი (ტეოდორშიკი 75), ფოფანა, მანდრაგორა, დე პაული; ლასანია (ვიზეუ 86)
მწვრთნელი: ხულიო ველასკესი
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (ბარძალი 89), მატუიდი (ემრე ჯანი 46); დიბალა (ბერნარდესკი 66); მანჯუკიჩი, რონალდუ
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 ბენტანკური (33), 0:2 რონალდუ (37)
გაფრთხილება: დე პაული (50), სამირი (79), ლასანია (82) - მანჯუკიჩი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 13 (7) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: როზარიო აბისო
„კალიარი“ – „ბოლონია“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (22), 2:0 პავოლეტი (68)
„ემპოლი“ – „რომა“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ნზონზი (36), 0:2 ჯეკო (85)