ფეხბურთი

0:27 | 7.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ურონალდუდ დაობლებულნი

რა ხდება „რეალში“? ხულენ ლოპეტეგის გუნდი უკვე ზედიზედ ოთხი მატჩია ვეღარ იგებს. აქედან, შინაურ ჩემპიონატში ორჯერ წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა. შუალედში კი მოსკოვის ცსკა-სთან დამარცხდა ჩემპიონთა ლიგაში.

ამჯერად მადრიდელები „ალავესს“ სტუმრობდნენ, რომელიც ბოლო დროს ცუდად არ ასპარეზობს და ამ გამარჯვების წყალობით ქულებითაც დაეწია „რეალს“ და მესამე ადგილზეც დასკუპდა. მაგრამ, ალბათ, დროებით. ამ ტურში ჯერ არც „ატლეტიკოს“ უთამაშია და არც „სევილიას“.

მადრიდელებს წინა შეხვედრისგან განსხვავებით, სერხიო რამოსი და გარეთ ბეილი დაუბრუნდნენ. თუმცა, კაპიტნის გამოჩენას სტუმართა დაცვა გაუვალი არ გაუხდია. შესვენებამდე ყველაზე რეალური მომენტი „ალავესს“ ჰქონდა, როცა ბურთი სტუმართა საჯარიმოში გაიჭედა და მხოლოდ ვარანის ოსტატობამ განმუხტა ხიფათი.

მეორე ტაიმში „რეალი“ უკეთესი არ გამხდარა. ისინი უკვე მოწინააღმდეგის საჯარიმოშიც ვეღარ აღწევდნენ. ამისდაკვალად, ჩაწოდებებით და შორეული დარტყმებით სცადეს ფონს გასვლა, მაგრამ ამაოდ.

ბოლოს კი მათთვის სამარცხვინო რამ მოხდა - შეცვლაზე შესულმა მანუ გარსიამ გამარჯვებისა მეხუთე დამატებულ წუთზე გაიტანა...

„რეალის“ „მშრალმა“ სერიამ კი 364 წუთი, ანუ 6 საათი შეადგინა... და ეს არის გუნდი, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ბრაზილიური „სანტოსის“ ოდინდელი რეკორდი გაიმეორა - ზიდანის ბიჭებმა ზედიზედ 73 მატჩში გაიტანეს...

ლოპეტეგის გადადგომაზე წინა დღეებშიც ხშირად საუბრობდნენ, ახლა კი ვითარება უფრო დამძიმდა. მაგრამ მადრიდელთა მთავარი პრობლემა მაინც კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლა გვგონია. ძალიან აკლიათ პორტუგალიელი კასტილიელებს. ალბათ, ადრე თუ გვიან, იპოვნიან მის შემცვლელს, ან ტაქტიკურად გადაეწყობიან. მაგრამ დღეს, ურონალდუთ, დაობლებულნი ჩანან.

მიუხედავად ამ მარცხისა, „რეალი“ ცხრილში მეორე ადგილს ჯერჯერობით ინარჩუნებს.

ესპანეთი. ლა ლიგა. მე-8 ტური. 6 ოქტომბერი

ალავესი - რეალი 1:0

ვიტორია-გასტეისი. „მენდისოროსა.“ 19 461

1:0 მანუ გარსია (90+5)

ალავესი: პაჩეკო, ლაგუარდია, ნავარო, მარიპანი (მარტინი 88), დუარტე, ვაკასო (მანუ გარსია 74), პინია, ბრაშანაცი, გომესი (სობრინო 67), ხონი, სალერი

მწვრთნელი: აბელარდო

რეალი: კურტუა, რამოსი, ნაჩო, ვარანი, ალვარო, მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო (ასენსიო 62), სებალოსი, ბენზემა (დიასი 46), ბეილი (ვინისიუს ჟუნიორი 80)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

მსაჯი: სანტიაგო ხაიმე

გაფრთხილება: ვაკასო

ჟირონა - ეიბარი 2:3

0:1 ჩარლზი (12, პენ), 1:1, 2:1 სტუანი (40, 42), 2:2 არბილა (45+4), 2:3 ენრიხი (72)

ხეტაფე - ლევანტე 0:1

0:1 ბარდი (60)

გაძევება: პორტილო (ხეტაფე, 90+1)

ლეგანესი - რაიო ვალეკანო 1:0

1:0 კარილიო (14)

0.179017