როგორც უკვე ვიუწყებოდით, “დეტროიტ პისტონსის” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა თბილისის “დინამო” და კლუბის ბაზა შეიძინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფაჩულიამ ფეისბუქის გვერდის საშუალებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკს თანამშრომლობისთვის, მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება გავაგრძელო ქართული კალათბურთის განვითარებაში წვლილის შეტანა. მოგეხსენებათ, საკალათბურთო
კლუბი თბილისის “დინამო” ერთერთი ყველაზე ისტორიული და ტიტულოვანია საქართველოსთვის. მე ვითავისებ ამ დიდ პასუხისმგებლობას. რომ არა Zaza Pachulia Basketball Academy-ს წარმატებული საქმიანობა და ახალგაზრდა თაობის თვალშისაცემი წინსვლა, ვერ შევეჭიდებოდი ახალ მნიშვნელოვან გამოწვევას. უამრავი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენამ განაპირობა უფრო დიდი ინტერესი და მოტივაცია მომცა უფრო მეტი გავუკეთო თითოეულ მათგანს.
ასევე, მეძლევა საშუალება საკლუბო სპორტი გავხადო უფრო პოპულარული, ეს რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი და სწრაფი პროცესი თუმცა ჩემი მხრიდან ყველაფერს ვეცდები, რომ “დინამომ” თავის სათქმელი თქვას დიდ ასპარეზზე.
Shio Khetsuriani Let’s do this."