ბოლო დღეებში ევრომედია ხშირად წერს ზლატან იბრაჰიმოვიჩის „მილანში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ. მაგრამ, როგორც ჩანს, ახლო მომავალში ამ ტრანსფერს არ უნდა ველოდოთ. აი, რას ამბობს მილანელთა დირექტორი ლეონარდო:“საიდუმლო არ არის, რომ იბრას კარგი ურთიერთობა აქვს „მილანთან.“ მართლაც ვაპირებდით მის მოწვევას და ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ტვინში უცებ გაელვებული აზრი. ის დიდი ქარიზმის მქონე, შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ახლა მისი ჩვენს კლუბში გადმოსვლა შუძლებელია.“ - ციტირებს ლეონარდოს Sky Sport Italia.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად იბრაჰიმოვიჩი აშშ-ის „ლოს ანჯელეს გელაქსიში“ თამაშობს. „მილანის“ ღირსებას კი 2010 – 12 წლებში იცავდა.