ფეხბურთი

11:25 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფოდენმა მშობლებს 2 მილიონიანი სახლი უყიდა

„მანჩესტერ სიტის“ 18 წის ნახევარმცველს, ფილ ფოდენს ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ. ის ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდა „ქალაქელების“ ძირითადი გუნდის წევრი.

Daily Mail-ი წერს, რომ ჭაბუკს „დიდი ოჯახის“ ოცნება ჰქონია და ახლახან მშობლებისთვის 2 მილიონიანი სახლი შეუძენია კრედიტით. ამ სახლში თავადაც იცხოვრებს. საერთოდ, ფილს მშობლებთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონია. მამასთან ერთად სათევზაოდ სიარული კი ყველაზე სასიამოვნო გართობა.

ფოდენები მდიდრები არ ყოფილან, მაგრამ ფილის საფეხბურთო წარმატებებმა საშუალება მისცათ ღარიბი სტოკპორტის გარეუბნიდან მდიდარ სამხრეთ მანჩესტერში გადასულიყვნენ.

0.121246