ფეხბურთი

9:56 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სპონსორები კრიშტიანუ რონალდუს გამო ღელავენ

კომპანიებმა EA Sports და Nike-მა ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს „იუვენტუსის“ ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.

„ვნახეთ საბუთები, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი რონალდუს ისტორია. ახლა ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს, რადგან ვიმედოვნებთ, რომ სპორტსმენები ჩვენი ღირებულებების შესაბამისად იქცევიან.“- წერია EA Sport-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ EA Sport-ის სახეა და მისი ფოტო საფეხბურთო სიმულატორის FIFA 19-ის ყდაზეა მოთავსებული.

„შეშფოთებულნი ვართ ბოლო დროს გავრცელებული საგანგაშო ინფორმაციით და ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს“ - ეს Nike-ს განცხადებაა.

Nike და რონალდუ 2003 წლიდან თანამშრომლობენ. ბოლო ხელშეკრულებას 2016 წელს მოაწერეს ხელი, რომელიც 1 მილიარდი დოლარი ღირს. ფეხბურთელის თქმით, ეს კონტრაქტი სამუდამოა.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ამერიკელმა მოდელმა კეტრინ მაიორგამ, ამას წინებზე რონალდუს სასამართლოში უჩივლა, თითქოს პორტუგალიელმა ის 2009 წელს ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში გააუპატიურა.

გამოძიება გრძელდება.

0.119715