„მანჩესტერ იუნაიტედში“ პოლ პოგბას გაუსაძლის ყოფაზე უცხოური და მეტწილად, ბრიტანული მედია აქამდეც არაერთხელ წერდა და ბოლო დროს კიდევ ურო ინტენსიურად. ამასობაში კი, პოგბას მსურველ გუნდებს რა გამოლევს?
„ბარსელონა“, „იუვენტუსი“, პსჟ - ეს, სამი ყველაზე ხშირად აქტიურად სახელდება. ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით კი, თავად ფეხბურთელი პარიზულ ვარიანტს არც განიხილავს და სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც ზემოხსენებული გამოცემა იუწყება, თუ პოგბა „წითელ ეშმაკებს“ დატოვებს, მხოლოდ „ბარსელონაში“ ან „იუვენტუსში“ გადავა.
შეგახსენებთ, რომ პოგბას ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი აქვს და ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა ვიცე-კაპიტნის სტატუსიც ჩამოართვა.