„იუვენტუსის“ ზევარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ 2018 წელს პორტუგალიის ნაკრებში აღარ ითამაშებს. ამის შესახებ გაზეთი O Jogo წერს. ასეთი გადაწყვეტილება „ოქროს ბურთის“ ხუთჯერ მომხვეჭს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფერნანდუ გომეშთან და ეროვნული ნაკრების თავკაც ფერნანდუ სანტუშთან საუბრის შემდეგ მიუღია. კრიშტიანუ ნაკრებს 2019 წელს დაუბრუნდება.
რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს და დღემდე 154 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ოქტომბერ-ნოემბერში კი პორტუგალიელებს ოთხი მატჩი ელით. სამი ერთა ლიგისა (ორჯერ პოლონეთთან და იტალიასთან), ერთიც ამხანაგური, შოტლანდიასთან.