კალათბურთი

14:15 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 10-ქულიანი დებიუტი

ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ “დეტროიტ პისტონსის” მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. ჩვენებურის ახალი გუნდი სეზონისთვის მზადების ციკლში ოკლაჰომა სითის ესტუმრა და ადგილობრივ “სანდერს” 97:91 სძლია.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დეტროიტელთა ძირითადი ცენტრი ადრე დრამონდი გახდა, რომელმაც 31 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ოკლაჰომელებს კი გერმანიის ნაკრების კალათბურთელმა დენის შრიოდერმა ულიდერა – 21 ქულა, 5 მოხსნა, 9 პასი.
“პისტონსი” მორიგ საგამოფენო მატჩს 11 ოქტომბერს ჩაატრებს, მეტოქედ კი “სან ანტონიო სპერსი” ეყოლება.

0.139299