ფეხბურთი

11:58 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: „უბედნიერესი ვარ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, პსჟ-მ „ცრვენა ზვეზდას“ შინ 6:1 მოუგო. პარიზელთა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა ჰეთ თრიქი შეასრულა და ნამატჩევს სიამოვნებისგან სახეგაბადრული ტოვებდა მინდორს: „რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო თამაში იყო წლევანდელ სეზონში - უთხრა ნეიმარმა სააგენტო AFP-ს - ძალიან კმაყოფილი ვარ. არა მარტო მე, მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. უბედნიერესი ვარ. მეტოქე გვიძალიანდებოდა, მაგრამ ჩვენ საკუთარი თამაში და ტემპი მოვახვიეთ თავს.“

C ჯგუფში ახლა პსჟ „ლივერპულთან“ მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ორივეს 3-3 ქულა მოუგროვდათ. ლიდერი კი 4 ქულით „ნაპოლია“, რომელმაც წუხელ შინ მერსისაიდელები 1:0 დაამარცხა.

0.116913