ფეხბურთი

3:05 | 4.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელთა 100%-იანი შედეგი და სერია A-მ პრემიერლიგას გადაასწრო

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური ყველაზე წარმატებული იტალიური გუნდებისთვის გამოდგა. აპენინელთა ოთხივე წარმომადგენელმა გაიმარჯვა და საინტერესოა, რომ მსგავსი ფაქტი 13 წელია არ მომხდარა.

„იუვენტუსმა“ „იანგ ბოიზი“ (3:0), „რომამ“ „პლზენი“ (5:0), „ინტერმა“ პსვ ეინდჰოვენი (2:1) და „ნაპოლიმ“ „ლივერპული“ (1:0) დაამარცხა. ერთ ტურში 4-დან 4 გამარჯვება კი იტალიელებს ბოლოს 2005 წლის 22/23 ნოემბერს ჰქონდათ მოპოვებული.

13 წლის წინ, „იუვენტუსმა“ „ბრიუგე“ (1:0), „ინტერმა“ „არტმედია“ (4:0), „მილანმა“ „ფენერბახჩე“ (4:0) და „უდინეზემ“ „პანათინაიკოსი“ (2:1) დაამარცხა.

ამასობაში, იტალიური კლუბების წარმატებული გამოსვლა უეფას რეიტინგშიც აისახა და სერია A-მ ინგლისის პრემიერლიგა უკან მოიტოვა.

ამ დროისთვის უეფას რეიტინგის მოწინავე პოზიციები ასეთია:

1. ლა ლიგა (ესპანეთი) - 89.2 ქულა

2. სერია A (იტალია) – 67.4

3. პრემიერლიგა (ინგლისი) - 67.1

4. ბუნდესლიგა (გერმანია) - 61.7

5. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 51.9

6. პრემიერლიგა (რუსეთი) – 46.2

7. პრიმეირა ლიგა (პორტუგალია) – 41.2

8. პრემიერლიგა (უკრაინა) – 35.7

9. იუპირლერ ლიგა (ბელგია) – 35.1

10. სუპერლიგა (თურქეთი) – 31.8

თეგებისერია A
0.133859