ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შვეიცარიის ჩემპიონ "იანგ ბოიზს" სამი გოლი გაუტანა და თანაგუნდელებს გამარჯვებისკენ გაუძღვა.
აღსანიშნავია, რომ დიბალა "იუვეს" ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. აქამდე, იგივე შავ-თეთრი ფორმით სამ ადამიანს ჰქონდა გაკეთებული:
ალესანდრო დელ პიერო - 1998 წელს, "მონაკოსთან"
ფილიპო ინძაგი (ორჯერ) - 1998 წელს, "დინამოსთან" (კიევი), 2000 წელს, "ჰამბურგთან"
არტურო ვიდალი - 2013 წელს, "კოპენჰაგენთან".
ჰეთ-თრიქი დიბალას დელ პიერომაც მიულოცა, რომელმაც ტვიტერში დაწერა:
"კეთილი იყოს შენი მოსვლა ჰეთ-თრიქოსანთა კლუბში. ასეთი საღამოების დავიწყება შეუძლებელია", - წერს დელ პიერო. დიბალას პასუხმაც არ დააყოვნა:
"მადლობა, ჩემთვის შენი მოლოცვა საამაყოა. თუმცა, შენს შემთხვევაში ნახევარფინალი იყო... მაგრამ, მე ეს გამოწვევა ჯერ კიდევ წინ მაქვს", - უპასუხა დელ პიეროს დიბალამ.