ჩოგბურთი

14:57 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დევიძე ძირითად ბადეშია

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი სალომე დევიძე აშშ-ში ჩარლსტონის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში მოხვდა.

დევიძე კვალიფიკაციაში მე-8 ნომრად იყო განთესილი და 3 გამარჯვება იზეიმა. სალომემ იტალიელ ფრანჩესკა ფუსინატოს 6:2, 7:5 სძლია, ამერიკელი ნიკოლ ჰამონდი 6:0, 6:2 დაამარცხა, ხოლო კიდევ ერთ მასპინძელ ხლოე ბეკს 5:7, 6:3, 3:0 უგებდა, როდესაც მეტოქე თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელის პირისპირ “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელი პეიტონ სტირნსი დადგება.
ცნობისთვის, მიმდინარე რეიტინგში დევიძეს 888-ე ადგილი უკავია, საუკეთესო მაჩვენებელი კი 2004 წლის აპრილში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს 254-ე ჩოგანი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104922