2019 წლის იანვარში პოლ პოგბმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პსჟ პოგბას გადაბირებას შეეცდება.
პოგბა "მანჩესტერში" თავს არაკომფორტულად გრძნობს და გუნდის მთავარ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
პოგბა "წითელ ეშმაკებში" 2016 წელს გადავიდა და ყველა ტურნირზე ერთად 97 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა