ფეხბურთი

9:00 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დასჯილი კრიშტიანუ

წუხელ ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში შვეიცარიული „იანგ ბოიზი“ 3:0 გაანადგურა და ორი მოგებით H ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. სამივე გოლი შესანიშნავმა არგენტინელმა, პაოლო დიბალამ გაიტანა.

ამ ყველაფერს „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მომხვეჭელი კრიშტიანუ რონალდუ ტრიბუნიდან დარდიანი უცქერდა. იქვე იყვნენ მისი მეგობარი გოგონა გეორგინა როდრიგესი, უმცროსი კრიშტიანუ და დედა, დოლორეს ავეირო.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ ახლახან გადაბარგებულმა პორტუგალიელმა, ლიგის პირველ მატჩში „ვალენსიის“ წინააღმდეგ, წითელი ბარათი მიიღო და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა.

0.113003