ფეხბურთი

9:44 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს ისევ უჩივიან

ლას ვეგასის პოლიციის ცნობით, დეპარტამენტმა კვლავ განაახლა გამოძიება „იუვენტუსის“ შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს მიმართ. საქმე ეხება გაუპატიურების ფაქტს. 34 წლის ამერიკელი კეტრინ მეიორგა ამტკიცებს, რომ ცხრა წლის წინათ ის ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში კრიშტიანუ რონალდუმ გააუპატიურა. პორტუგალიელი ბრალდებას უარყოფს.

ეს ამბავი 2009 წლის 13 ივნისის გამთენიისას მომხდარა. მაშინ 25 წლის იმედისმომცემი მოდელი მაიორგა ღამის კლუბში მუშაობდა, სადაც ფეხბურთის ვარსკვლავს ვიპ შეხვედრების ოთახში გაეცნო. შემდეგ კი სასტუმროში გაჰყვა.

მაიორგა ჩივილს აპირებდა, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, რონალდუმ მას დაახლოებით 300 ათასი გირვანქა გადაუხადა და ქალიც გაჩუმდა. ახლა კი ბანოვანს აზრი შეუცვლია და ჟურნალ „შპიგელისთვის“ ყოველივე გულახდილად უამბნია.

თავად იუვენტუსის შემტევმა საკუთარ ინსტაგრამში ვიდეომიმართვა განათავსა, სადაც კატეგორიულად უარყოფს გაუპატიურების ფაქტს: არა, არა, არა და არა! ყველაფერი სიყალბეა. ჩემი სახელის გამოყენებით პოპულარობის მიღწევა სურთ. მე კი ჩვეულებრივ და ბედნიერად ვცხოვრობო - ამბობს ოქროს ბურთის ხუთგზის ლაურეატი.

0.11705