ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნით მატჩში თად მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფე” მადრიდის “რეალს” ესტუმრა და 73:88 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი ტენერიფელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:28 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
მაკფადენმა 2-დან 1 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“იბეროსტარ ტენერიფე” მე-2 ტურის მატჩს 4 ოქტომბერს, შინ, “ბრეოგანთან” გამართავს.