კატალონიის „ბარსელონას“ ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი ტრავმირებულია. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა მუხლი აწუხებს და დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.
ჯერჯერობით, ოფიციალური დასკვნები არ არსებობს, მაგრამ როგორც გამოცემა Sport-ი წერს, პრობლემა შესაძლოა სერიოზული იყოს და ფეხბურთელი ლაზარეთში ხანგრძლივი პერიოდით დარჩეს.
„ბარსელონა“ ლა ლიგის მეშვიდე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 29 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.