ჩოგბურთი

15:50 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ პირტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ბოლქვაძემ, რომელმაც თამაში კვალიფიკაციიდან დაიწყო, ძირითად ბადეში შვედ მირიამ ბიორკლუნდს 6:1, 6:4 სძლია, დღეს კი, მე-6 განთესილ ჩეხ მონიკა კილნაროვასაც აჯობა – 6:1, 7:5.
უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში მარიამის მეტოქე მე-3 რეიტინგის მქონე თურქი პემრა ოზგენი იქნება.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ბოლქვაძე და პორტუგალიელი ინეს მურტა იტალიელ ბულანისა და იაპონელ იმანიშის ეთამაშებიან.

0.112726