უეფა დათმობაზე წავიდა და VAR-ის ტექნოლოგიას თავის ტურნირებში გამოიყენებს. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება ოფიციალურად იტყობინება, ვიდეორეფერის სისტემა ჩემპიონთა ლიგაზე 2019-2020 წლების სეზონიდან იმუშავებს.
გარდ ამისა, VAR-ი დაშვებული იქნება უეფას სხვა და სხვა ტურნირებში, მათ შორის, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზეც:
უეფას სუპერთასი - 2019 წელი
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი
ევროპა ლიგა 2020-2021 წლების სეზონიდან
ერთა ლიგის ფინალები - 2021 წელი
ასე რომ, მიმდინარე სეზონი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბოლო იქნება, რომელიც ვიდეორეფერის გარეშე ჩაივლის.