ფეხბურთი

11:13 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაპიტანი კვირკველია და ედერის ზღაპრული გოლი (+VIDEO)

რუსეთის თასის 1/16 ფინალში მოსკოვის "ლოკომოტივმა" სტუმრად კალინინიგრადში "ბალტიკა" ოდენ დამატებით დროში გატეხა - 3:2. "რკინიგზელთა" ქართველი ლეგიონერი სოლომონ კვირკველია ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და არც შეუცვლიათ. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ "ლოკომოტივს" სწორედ კვირკველიამ უკაპიტნა.

რაც შეეხება თამაშს, იური სიომონის გუნდისგან პირველი და ბოლო გოლები ტყუპებმა ალექსეი და ანტონ მირანჩუკებმა გაიტანეს. ამ უკანასკნელმა საერთოდ დამატებით დროში, 105-ე წუთზე გამოიჩინა თავი და მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

თუმცა, აქამდე საქმე საერთოდ არ მივიდოდა, რომ არა ედერი. ეს, ის ედერია, რომელმაც 2016 წელს, საფრანგეთს დამატებით დროში გაუტანა და პორტუგალიას ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. საერთოდ, უცნაური კაცია ეს ედერი. იშვიათად გააქვს, მაგრამ თუ გააქვს ძალზე მნიშვნელოვანი გოლები. აი, მაგალითად, ზემოხსენებული ფინალის გარდა, გასული სეზონის ფინიშზე "ზენიტს" გაუტანა და "ლოკოს" ჩემპიონობა გაუფორმა.

ახლა კი, არ ვიცი, რუსეთის თასის 1/16 ფინალში, თუნდაც 88-ე წუთზე გატანილი გოლი რამდენად მნიშვნელოვანია (ზემოხსენებული გოლების ფონზე), მაგრამ პორტუგალიელის გოლი უბრალოდ ზღაპრული სილამაზის გამოდგა. ისეთი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუც რომ არ იტყოდნენ უარს. მოკლედ, ერთ რამედ ღირს ამ შედევრის ნახვა...

"ლოკომოტივი" კი, თასის 1/8 ფინალში "ენისეის" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13831